აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კომენტარი გააკეთა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ, უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ გაკეთებულ ხმაურიან განცხადებებზე და ტრამპის ნეგატიურ განწყობებს „სამართლიანი“ უწოდა.
როგორც მან ჟურნალისტ კეტრინ ჰერიჯთან ინტერვიუში განაცხადა, „ტრამპი ძალიან განაწყენებულია პრეზიდენტ ზელენსკის გამო“ და მისივე თქმით, „ეს, რაღაც მხრივ, სამართლიანია“.
„ჩვენ ვნერვიულობთ უკრაინაზე, რადგან ამას შედეგები მოაქვს ჩვენი მოკავშირეებისთვის და საბოლოო ჯამში, მთელი მსოფლიოსთვის. აქ რაღაც დონის მადლიერება უნდა არსებობდეს“, – ამბობს რუბიო.
მისივე თქმით, „აღშფოთებული იყო“, როდესაც ზელენსკიმ თქვა, რომ უარი თქვა აშშ-სთან ძვირფასი ლითონების თაობაზე გარიგების დადებაზე.