აშშ უკრაინას თანამგზავრულ ინტერნეტთან, Starlink-თან წვდომის დაბლოკვით ემუქრება, თუ კიევი იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, ეს საუბარი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შრის გამართული მოლაპარაკების დროს შედგა. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონის მიერ შეთავაზებული შეთანხმების პირველი ვარიანტი უარყო. შემდეგ ვაშინგტონმა კიევს შეთანხმების პროექტის ახალი ვერსია შესთავაზა.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების შემდეგ ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმა უკრაინას Starlink-ის ათასობით ტერმინალი გადასცა. ეს სისტემა უკრაინული დრონების სამართავად ძალზე მნიშვნელოვანია.
„უკრაინა Starlink-ს თავის „გზამკვლელ ვარსკვლავს“ უწოდებს და მისი დაკარგვა უზარმაზარი დარტყმა იქნებოდა“ – წერს Reuters.