ბერლინში, უცნობი პირი დანით თავს დაესხა ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან მყოფ კაცს და მძიმედ დაჭრა.
ბერლინის პოლიციის სპიკერმა ფლორიან ნატმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად კაცი დაჭრილი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის.
პოლიციამ თავდამსხმელის დასაკავებლად ფართომასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო.