The Telegraph: აშშ-მა, შესაძლოა, დატოვოს ჯგუფი, რომლის მიზანიც ომისთვის პუტინის გასამართლებაა

შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა, საერთაშორისო ჯგუფი დატოვოს, რომელიც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას გულისხმობს, – ამის შესახებ The Telegraph დასავლეთის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.

დონალდ ტრამპი

გამოცემა წერს, რომ აშშ-ს წარმომადგენელმა უარი თქვა რუსეთის „აგრესორად“ მოხსენიებაზე იმ ქვეყნების „ძირითადი ჯგუფის“ შეხვედრაზე, რომლებიც ვლადიმირ პუტინის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის ნიურნბერგი მსგავსი ტრიბუნალის შექმნაზე მუშაობენ, რათა გაასამართლონ ვლადიმერ პუტინი  ომის დანაშაულებისთვის.

გარდა ამისა, ვაშინგტონს, ასევე, არ სურს იყოს გაეროს განცხადების თანაავტორი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მოსთხოვს რუსეთის ფედერაციას თავისი არმიის გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან.

ამდენად, ევროპელი ოფიციალური პირები შეშფოთებულნი არიან, რომ ტრამპის მეგობრულმა პოზიციამ პუტინის მიმართ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის დანაშაულებრივი ქმედებების პატიება უკრაინაში.

როგორც გამოცემა წერს, 40 სახელმწიფოსგან შემდგარი კოალიცია მიზნად ისახავს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაცისტების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის შექმნილი ტრიბუნალის მაგალითზეა დაფუძნებული. თუმცა, აშშ-ის მხარდაჭერის დაკარგვა ძლიერი დარტყმა იქნება პროექტის საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

„ეს საკმაოდ რადიკალური ცვლილებაა. ისტორიის გადაწერა და პრეტენზია, თითქოს რუსეთმა არ დაიწყო ეს ომი, არის ის, რასაც ჩვენ არ მივიღებთ“, – ხაზგასმით აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა The Telegraph-თან ინტერვიუში.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ს ჯგუფი ჯერჯერობით ოფიციალურად არ დაუტოვებია და მოსალოდნელია, რომ ამერიკა მომდევნო თვეში სტრასბურგში დაგეგმილ შეხვედრასაც დაესწრება.

he Telegraph-მა აღნიშნა, რომ აშშ-ის ეს ახალი პოზიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის პოლიტიკისგან, რომელმაც პუტინს „ომის დამნაშავე“ უწოდა და ხელი მოაწერა უამრავ საერთაშორისო განცხადებას, სადაც რუსეთს აგრესორ სახელმწიფოდ უწოდებენ.