აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი მოლაპარაკებები რუსეთთან უკეთესი იყო, ვიდრე უკრაინასთან. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
„მე ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა პუტინთან, ხოლო უკრაინასთან – არც ისე კარგი“, – განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გუბერნატორებთან შეხვედრისას.
ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ უკრაინა მკაცრად საუბრობს, მაგრამ მოლაპარაკების უნარი არ აქვს.
„მაგრამ ჩვენ ამის გაგრძელებას არ დავუშვებთ. ეს ომი საშინელებაა. ეს არასდროს მოხდებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მაგრამ ეს მოხდა“, – დასძინა მან.