აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს არაფერი გაუკეთებიათ უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„ფოქს ნიუს რადიოსთან“ საუბრისას, როდესაც ტრამპს ჰკითხეს სტარმერთან და მაკრონთან დაგეგმილი შეხვედრების შესახებ, მან წამყვანს სიტყვა შეაწყვეტინა და თქვა: „მათ არაფერი გააკეთეს… არანაირი შეხვედრები რუსეთთან! მათ არაფერი გაუკეთებიათ,“ – აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ მაკრონი „მისი მეგობარია“ და დაამატა, რომ სტარმერი „ძალიან კარგი კაცია“, მაგრამ „არცერთ მათგანს არაფერი გაუკეთებია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ომთან დაკავშირებით“.