თეთრი სახლის ლიდერი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ უნდა შეხვდნენ.
„მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი პუტინი და პრეზიდენტი ზელენსკი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. იცით, რატომ? ჩვენ გვინდა, შევაჩეროთ მილიონობით ადამიანის მკვლელობა. ახალგაზრდა ჯარისკაცები იღუპებიან. თუ თქვენ ნახავდით თანამგზავრიდან გადაღებულ ბრძოლის ველის სურათებს, რომლებიც მე ვნახე… თქვენ არასდროს გინახავთ მსგავსი სურათები“, – განაცხადა ტრამპმა.
ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მხოლოდ პუტინს დაელაპარაკება და არა სხვა ოფიციალურ რუს პირებს.
„მე მხოლოდ პუტინს დაველაპარაკები, არცერთ სხვა რუს ოფიციალურ პირს“, – აცხადებს ზელენსკი.