Democratia: ტრამპი ხურავს ბაზას ევროპაში, რომლის მეშვეობითაც უკრაინას იარაღი მიეწოდებოდა

აშშ-ის მთავრობამ გასცა ბრძანება საბერძნეთში, ალექსანდრუპოლისში დახუროს ნატოს ბაზა, რომლის მეშვეობითაც უკრაინას სამხედრო დახმარება მიეწოდებოდა, – წერს Democratia.

აშშ-ის პრეზიდენტი

როგორც მედია წერს, ბაზა მდებარეობს თრაკიის ეგეოსის ზღვის სანაპიროზე, შავი ზღვის სრუტედან არც თუ ისე შორს და მას იყენებდნენ აშშ-ის და ნატო ძალების აღმოსავლეთ ევროპაში გადასაყვანად. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, ასევე, იყენებდა ამ ბაზას, როგორც სატრანზიტო პუნქტს, აწვდიდა უკრაინას ამერიკულ სამხედრო დახმარებას.

თუმცა, ახლა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბაზა შეიძლება არ იყოს საჭირო, რადგან ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს გააგრძელოს უკრაინის დახმარება, განსაკუთრებით რუსეთთან საუდის არაბეთში მოლაპარაკებების შემდეგ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ბაზის შესაძლო დახურვა გაახარებს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, რომელიც ამას დიდი ხანია ცდილობს.