რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უნიკალური პრეზიდენტია, მისი მხარდაჭერის დონე ძალიან მაღალია, – ამის შესახებ კრემლის ლიდერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„პრეზიდენტი პუტინი თანმიმდევრულია თავის მიდგომებში. ის ტრამპზე არანაკლებ უნიკალურია. ის არის პრეზიდენტი, რომელიც 25 წელია ხელისუფლებაშია და რომლის საზოგადოებრივი მხარდაჭერის დონე უპრეცედენტოდ მაღალია“, – განაცხადა პესკოვმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში.
ამასთან, პესკოვის თქმით, პუტინის შორს არის პოპულიზმისგან.
„ეს არის პრეზიდენტი, რომელიც აბსოლუტურად შორს არის პოპულიზმისგან. პუტინი და პოპულიზმი ორი შეუთავსებელი რამ არის“, – აცხადებს პესკოვი.