გერმანიაში საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი დასრულდა და ყველა უბანი დაიხურა.
ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, არჩევნებში კონსერვატიული ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CSU) იმარჯვებს, რომელსაც ამ დროისთვის, ამომრჩეველთა 29%-ის მხარდაჭერა აქვს, მეორე ადგილს ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) იკავებს ხმების 19.5%-ით, ხოლო მესამე ადგილზე 16%-ით გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიია, რომელსაც ოლაფ შოლცი წარმოადგენს.
როგორც CNN წერს, კონსერვატიული პარტიის შტაბ-ბინაში ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, უკვე აღნიშნეს მოსალოდნელი გამარჯვება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ფრიდრიხ მერცი, რომელსაც აქამდე არასდროს ყოფილა სამთავრობო თანამდებობაზე, სავარაუდოდ გერმანიის ახალი განცლერი გახდება“, – წერს გამოცემა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის ბოლო არჩევნებთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია პარტია ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შედეგები.
ხოლო ოლაფ შოლცის პარტიამ 2021 წლის არჩევნებში 25.7%-იანი მხარდაჭერა მიიღო.
ამ დროის მონაცემებით, პარლამენტში შესასვლელი ბარიერი აგრეთვე გადალახეს „მწვანეებმა“, თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ და სარა ვაგენკნეხტის ალიანსმა.