აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების შესახებ დისკუსიები ამჟამად არ მიმდინარეობს.
„ეს არ არის განხილვის საგანი“, – ხაზგასმით აღნიშნა მან და დასძინა, რომ „უკრაინის მომავლისთვის“ ევროპის ქვეყნებიდან უსაფრთხოების გარანტიები ცალკე საკითხია.
უოლცის თქმით, თეთრი სახლი ელის ევროპის, მათ შორის საფრანგეთისა და დიდ ბრიტანეთის, უფრო აქტიურ მოქმედებას უკრაინის მხარდასაჭერად.