რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან სატელეფონო საუბარი გამართა, რა დროსაც რუსეთსა და აშშ-ს შორის დაწყებული დიალოგი განიხილა. ინფორმაციას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
„ვლადიმერ პუტინმა ინფორმაცია მიაწოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მეთაურს ბოლო პერიოდში შემდგარი რუსულ-ამერიკული კონტაქტების შესახებ. ჩინეთის მხარემ მხარი დაუჭირა დაწყებულ დიალოგს რუსეთსა და აშშ-ის შორის და გამოთქვა მზაობა უკრაინული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებისთვის საჭირო გზების მოძიებას ხელი შეუწყოს“, – ნათქვამია კრემლის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ამასთან ერთად პუტინმა და სი ძინპინმა აღნიშნეს, რომ რუსეთისა და ჩინეთის მოკავშირეობა საგარეო ასპარეზზე მსოფლიო მოვლენებში სტაბილურობის ფაქტორს წარმოადგენს. მას სტრატეგიული ხასიათი აქვს და ის გარედან ზეწოლას არ ექვემდებარება და არავის წინააღმდეგაა მიმართული, დასძინეს კრემლში.