“დონალდ ტრამპმა გამოააშკარავა, რომ ლიბერალურმა ამერიკულმა მთავრობამ მილიონობით დოლარით იყიდა გავლენა სხვა ქვეყნებში, უნგრეთის ჩათვლით” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის მთავრობა შეიმუშავებს კანონმდებლობას ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად და, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი მთავრობის მაგალითის მიხედვით, გამოავლენს უნგრულ მედიაში ჩადებულ უცხოურ დაფინანსებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

2022/10/27/vr4pfhdqjxohsd5.jpg

ვიქტორ ორბანმა დააანონსა ზომების გამკაცრება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წინააღმდეგ, რომლებმაც დაფინანსება მიიღეს შტატებიდან და მილიარდერ ჯორჯ სოროსისგან.

“დონალდ ტრამპმა გამოააშკარავა, რომ ლიბერალურმა ამერიკულმა მთავრობამ მილიონობით დოლარით იყიდა გავლენა სხვა ქვეყნებში, უნგრეთის ჩათვლით. ისინი აფინანსებდნენ პრომიგრაციულ, გენდერულ პოლიტიკას, ოჯახის საწინააღმდეგო ძალებს და პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც თავს ესხმიან ეროვნულ სუვერენიტეტს. ეს მიუღებელი და აღმაშფოთებელია.

ჩვენ აღმოვაჩინეთ რამდენიმე არხი, რომლის საშუალებითაც მათ ასობით მილიონი ფორინტი გადაურიცხეს უნგრულ მედიასა და ორგანიზაციებს. მთელი სიმართლე უნდა გამოაშკარავდეს. ამიტომ მთავრობა ნიშნავს კომისარს ამ დავალების შესასრულებლად. მე ვთავაზობ პარლამენტს, მიიღოს კანონები, რომლებიც საჭიროა ჩვენი სუვერენიტეტის დასაცავად და რომლებიც ჯერ კიდევ არ გვაქვს. მთავრობა დახურავს სოროსის ქსელის ფულისთვის განკუთვნილ მილსადენებს”, – აცხადებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი.