კრემლში აცხადებენ, რომ მიიღეს სერბეთის ბოდიში გაეროში ანტირუსული რეზოლუციისთვის ხმის მიცემის გამო

კრემლში განაცხადეს, რომ მიიღეს სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის ბოდიში დელეგატების გამო, რომლებმაც გაეროში უკრაინის შესახებ ანტირუსულ რეზოლუციას ხმა „შეცდომით“ მისცეს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, იუწყება რუსული სააგენტო „ინტერფაქსი“.

სერბეთის პრეზიდენტი

პესკოვს ჰკითხეს, როგორ შეხვდა კრემლი იმ ფაქტს, რომ სერბეთის დელეგაციამ მხარი დაუჭირა უკრაინისა და ევროკავშირის მიერ ინიცირებულ გაეროს რეზოლუციას და მიიღეს თუ არა ვუჩიჩის ბოდიში.

„რა თქმა უნდა, გავიგეთ, რა თქმა უნდა, მივიღეთ [ვუჩიჩის ბოდიში]. მართლაც, ტექნიკური შეცდომები ხდება და რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მეთაურის ასეთი სწრაფი რეაქცია ჩვენთვის ძალიან მიმზიდველია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

ინფორმაციისთვის, 24 თებერვალს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 93 ხმით დაამტკიცა უკრაინისა და ევროპელი პარტნიორების მიერ ინიცირებული რეზოლუცია, რომელიც რუსულ აგრესიას გმობს.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთმა შეცდომა დაუშვა და თავი უნდა შეეკავებინა.