პუტინი: რუსეთს უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად სურს, მშვიდობის დამყარება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს უკრაინაში რაც შეიძლება სწრაფად სურს მშვიდობის დამყარება. ამის შესახებ პუტინმა ჟურნალისტ პაველ ზარუბინთან ინტერვიუში განაცხადა.

ვლადიმერ პუტინი

„შეერთებული შტატების ამჟამინდელმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სურს მშვიდობის მიღწევა, სხვათა შორის, ჩვენც და რაც მთავარია, ძალიან სწრაფად. სხვათა შორის კიევის რეჟიმის ამჟამინდელი ხელმძღვანელი ამ მიზნის მიღწევის გზაზე დგას“, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

ამასთან, პუტინმა თქვა, რომ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭიროა, რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა ურთიერთნდობის გაღრმავების მიზნით ნაბიჯები გადადგან.

„რუსეთმაც და შეერთებულმა შტატებმაც უნდა გადადგან პირველი ნაბიჯი… რას მოიცავს ეს? პირველი ნაბიჯები ორივე სახელმწიფოს შორის ნდობის ამაღლებას უნდა შეეხოს“, – აცხადებს კრემლის ლიდერი.