„უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის არმიის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს დაშლის ფაქტორად იქცა,“ – აცხადებს კრემლის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი Rossiya 1-თან ინტერვიუში.
„ის არის ჯარის, საზოგადოების და სახელმწიფოს დაშლის ფაქტორი. ზელენსკი და მის მიერ დანიშნული ხელისუფლება უკანონოა“, – აცხადებს პუტინი.
მისივე თქმით, თუ პირველი პირი თავად არის არალეგიტიმური, მაშინ ყველაფერი დანარჩენიც კარგავს ლეგიტიმურობას.
ამასთან, როგორც რუსული მედია წერს, პუტინს მიაჩნია, რომ „ზელენსკი აბსურდულ ბრძანებებს გასცემს“.