რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვების შანსი ნულის ტოლია.
„რეჟიმის ამჟამინდელ მეთაურს არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს, მისი შანსი ნულის ტოლია“, – განაცხადა პუტინმა „Russia 1“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
ინფორმაციისთვის, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზადაა, უკრაინაში მშვიდობისთვის, ან ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სანაცვლოდ, პრეზიდენტის თანამდებობა დათმოს.