ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გაყინული, დაღუპული კაცი იპოვეს. შემთხვევა სოფელ ხუცუბანში მოხდა.
ქობულეთის მერიაში გვითხრეს, რომ კაცი, სახლთან ახლოს, უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ამ ეტაპზე უცნობია რა გახდა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.
ინფორმაციისთვის: ქობულეთის სოფლებში გზები გაუწმენდავია, ასევე, მოსახლეობა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი არის გარეშეა. ხალხი სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ პრობლემებზე არავინ რეაგირებს.
წყარო: აჭარა თაიმსი