Bloomberg: გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები მზად არიან უკრაინაში ზავის გარანტიისთვის ჯარები გაგზავნონ

გაერთიანებული სამეფო, გერმანია, საფრანგეთი და ევროპის სხვა ქვეყნები მზად არიან უკრაინაში ზავის გარანტიისთვის ჯარები გაგზავნონ. ინფორმაციას Bloomberg-ი საფრანგეთის ფინანსთა მინისტრზე, ერიკ ლომბარდზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერიკ ლომბარდი

მინისტრის თქმით, საფრანგეთს აქვს მოლოდინი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მშვიდობის შესანარჩუნებლად ევროპელ სამხედროებს ზურგს გაუმაგრებს და სარეზერვო დახმარებას უზრუნველყოფს.

„თუ ჩვენ გვსურს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვა, აშშ-ის მხარდაჭერა გვჭირდება. მჯერა, რომ ამერიკელები ამას დათანხმდებიან“, – ციტირებს სააგენტო ფრანგ მინისტრს.