ISW: ჩრდილოეთ კორეამ, შესაძლოა, გაზარდოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება

ჩრდილოეთ კორეამ, შესაძლოა, გაზარდოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება. ფხენიანი თავისი იარაღის ნაწილს რუსეთს სპეციალური გემით გადასცემს, – ამის შესახებ RBC-Ukraine ომის შესწავლის ინსტიტუტის (ISW) ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის პრეზიდენტი

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ 25 თებერვალს, მოსკოვში ჩრდილოეთ კორეის მუშათა პარტიის დელეგაცია ჩავიდა. ვიზიტი მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ მოწვევით მოხდა, იმ ცნობების ფონზე, რომ ფხენიანმა, შესაძლოა, რუსეთს მეტი იარაღი მიაწოდოს.

რუსეთის საელჩოს ცნობით, დელეგაციები განიხილავენ გაერთიანებულ რუსეთსა და კორეის მუშათა პარტიას შორის თანამშრომლობის გაფართოებას რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელიც ძალაში შევიდა 2024 წლის დეკემბერში.

სამხრეთ კორეის მედიასაშუალება Korea JoongAng Daily იტყობინება, რომ Planet Labs PBC-ის მიერ შეგროვებული კომერციული სატელიტური სურათები გვიჩვენებს, რომ გემი შედის და ტოვებს ჩრდილოეთ კორეის პორტს რასონს ჩინეთისა და რუსეთის საზღვართან ახლოს. სატელიტურ გამოსახულებაზე, ასევე, ნაჩვენებია კონტეინერები. გემი პორტის ნავმისადგომის შიდა მხარეს 20 თებერვალს მივიდა.

„ISW დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კორეამ სავარაუდოდ გამოიყენა რასონის პორტი ვლადივოსტოკში საბრძოლო მასალის გადასატანად“, – ნათქვამია მოხსენებაში.