კაია კალასისა და მარკო რუბიოს შეხვედრა ვაშინგტონში გაუქმდა – Euronews

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დაგეგმილი შეხვედრა ვაშინგტონში გაუქმდა. ამის შესახებ Euronews-მა შეიტყო, იტყობინება მისი კორესპონდენტი ხორხე ლიბორეირო.

კაია კალასი და მარკო რუბიო

„კალასი უკვე ვაშინგტონშია. ის შეხვდება კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს და ისაუბრებს ორ სხვადასხვა ღონისძიებაზე“, – წერს კორესპონდენტი X-ზე.

კალასისა და რუბიოს შეხვედრის გაუქმების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ კალასი რუბიოსთან შეხვედრაზე მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროკავშირისა და უკრაინის როლის განხილვას გეგმავდა.