რუბიოს თქმით, სერიოზულად არ მიაჩნია ზელენსკის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინას, NATO-ს ალტერნატივად ბირთვული იარაღი გადაეცეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას იმის თაობაზე, რომ მის ქვეყანას ბირთვული იარაღი უნდა გადაეცეს რუსეთის აგრესიისგან დასაცავად, თუ NATO-ში გაწევრიანების პროცესი გაჭიანურდება.

მარკო რუბიო

მარკო რუბიოს შეფასებით, ზელენსკის ეს განცხადება სერიოზული არ არის.

„არ მგონია, რომ ვინმე ამას, მათი მხრიდან სერიოზულ შეთავაზებად თვლიდეს და არ მგონია, რომ ბირთვული იარაღით მათი აღჭურვა პრობლემიდან გამოსავალს წარმოადგენდეს“, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა Breitbart News-თან ინტერვიუში. 

რუბიოს თქმით, მას არ გაუგია, რომ ზელენსკის პირდაპირ მოეთხოვოს ბირთვული იარაღის გადაცემა, თუ უკრაინისთვის NATO-ს კარი არ გაიღება, თუმცა, როგორც რუბიოს აღნიშნავს, ასეთ განცხადებას არც დაუჭერდა მხარს.