რუსეთისა და ჩრდილო კორეის ურთიერთობების განვითარება და ტრამპის პოლიტიკა – ექსპერტის მოსაზრებები

ინტერვიუ რუსულ – ჩრდილოკორეული ურთიერთობების ექსპერთან ანდრეი დმიტრიევთან – წიგნის, “კიმ ირ სენის ბიოგრაფია” ავტორთან.

როგორია მოსკოვის რეაქცია, ფხენიანის მიერ 6 იანვარს ახალი ჰიპერბგერითი რაკეტის საცდელ გაშვებაზე ?

-ჩრდილო კორეა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, ამიტომ მისი სამხედრო წარმატებები გვახარებს. გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დასავლეთის რუტინული აღშფოთების საპასუხოდ, სრულად დაუჭირეს მხარი ფხენიანის თავდაცვით ზომებს. სხვათა შორის, მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს საშუალო და საშუალო დიაპაზონის ასეთი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო პროგრამის ეფექტურობას.

 

როგორი იქნება ტრამპის ახალი ადმინისტრაციის რეაქცია ,რუსეთის მიერ ამ ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდაში მონაწილეობაზე?

-ამ პროცესში რუსეთს მონაწილეობა არ მიუღია და ამის შესახებ მხარეებს ოფიციალურად არ განაცხადებიათ. ფხენიანი უკვე დიდი ხანია ახორციელებს თავის სარაკეტო პროგრამას დამოუკიდებლად, ჯერ კიდევ კიმ ირ სენისა და კიმ ჩენ ილის დროიდან. მაგრამ თუ ჩვენი ქვეყნები იმუშავებენ ერთობლივად ამ სფეროში, ამაში ცუდი არაფერია. მოსკოვს ნაკლებად უნდა აინტერესებდეს ვაშინგტონის აზრი და პოზიცია ამ საკიხზე . საერთოდ რა ესაქმება ამერიკას რუსულ- ჩრდილოკორეულ ურთიერთობებთან ? ჩვენ ორი სუვერენული სახელმწიფო ვართ და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რაზე ოცნებობენ ამერიკელები. პრეზიდენტობის დროს დონალდ ტრამპს კარგი ურთიერთობა ჰქონდა კიმ ჩენ ინთან. თუმცა, ჩრდილო კორეა ელოდა შეერთებული შტატებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს სინგაპურის, ჰანოისა და პანმუნჯომის სამიტების შემდეგ, მაგალითად, სანქციების მოხსნას, ნაწილობრივ მაინც. ზოგადად, ფხენიანი მზად იყო თანაბარ პოზიციებზე აგეგო ურთიერთობები ვაშინგტონთან . მაგრამ შეერთებული შტატები მზად არ აღმოჩნდა ამისთვიდ . საბოლო ჯამში, აბსოლუტურად არაფერი შეიცვალა , რამაც ჩრდილო კორეის ხელმძღვანელობა ძალიან უკმაყოფილო დატოვა. სწორედ ამიტომ, კიმ ჩენ ინმა ტრამპს არჩევა არც კი მიულოცა – ეს სიმბოლური ნაბიჯია. რუსეთი, რომელმაც 2022 წელს დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ამით დაუპირისპირდა მსოფლიო ჰეგემონს, აღმოჩნდა რომ ჩრდილო კორეა მისთვის ყველაზე ახლო თანამებრძოლი და მოკავშირეა .

 

  თუ რუსეთი 2025 წელს გააძლიერებს სამხედრო თანამშრომლობას სამხედრო – ტექნიკურ სფეროში ჩრდილო კორეასთან, ასევე პოლიიკური მიმართულებით როგორ იმოქმედებს ეს საერთო გეოპოლიტიკურ სურათზე?

– კოლექტიური დასავლეთი უკვე ნერვიულად რეაგირებს, რადგან მათ ესმით რუსეთსა და ჩრდილო – კორეის ალიანსის სერიოზულობა. ეს საკმაოდ სერიოზული ალიანსია , რუსეთს სჭირდება ფხენიანი სტრატეგიულო პრობლემების გადაჭრისთვის, კორეელებს – მოსკოვი , ერთად ბევრი რამის მოგვარება შეიძლება. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთის ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას არ აქცევდა ჩვენს მეზობელს და რატომღაც შეუერთდა გაეროს სამარცხვინო სანქციებს 2017 წელს. მაგრამ დადგა რთული დრო და გაირკვა, ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინ არის ჩვენი მტერი და ვინ არის ასეთი. ბოლოს და ბოლოს, მსოფლიოში მხოლოდ კორეელებმა აღიარეს ჯერ დონეცკის ხოლო შემდეგ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები , შემდეგ კი მათი გაერთიანება რუსეთთან . ჩრდილო კორეის ხელმძღვანელობამ , ცენტრალური კომიტეტის პირველმა მოადგილემ ამხანაგმა კიმ იო ჩენმა განახადა : “ჩვენ ერათ სანგარში ვართ რუსებთან”.

 

ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში წავა თუ არა მოსკოვი კომპრომისზე და დათმობებზე ვაშინგტონთან რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში?

– შეასუსტებს თუ არა მოსკოვი თანამშრომლობას ფხენიანთან, თუ აშშ მასზე ზეწოლას მოახდენს ან დაარწმუნებს ამაში თუ პირიქით, გაღრმავებს კონტაქტები, კონსულტაციებს და თანამშრომლობას ჩრდილო კორეასთან, ძნელი სათქმელია. ეს პირველ რიგში იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა ტრამპთან მთავარ საკითხზე – უკრაინაში. თუ შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია მისი შუამავლობით, მან შეიძლება მოითხოვოს საპასუხო „კეთილგანწყობა“. ზოგადად, უკიდურესად ალოგიკური იქნებოდა კრემლის მიერ თანამშრომლობის შესუსტება, რომელიც უკვე დოკუმენტირებულია სამოკავშირეო ხელშეკრულების სახით. მაგრამ, როგორც სანქციების გამოცდილება გვიჩვენებს, ზოგჯერ ჩვენ გვიყვარს უბრალოდ საკუთარ ფეხში სროლა. 5) ზოგიერთი ექსპერტი და პოლიტოლოგი ელის ორმხრივ შეხვედრებს რუსეთის ფედერაციისა და ჩრდილო კორეის ლიდერებს შორის 2025 წელს.

 

-როგორი რეაქცია ექნება ამაზე კოლექტიურ დასავლეთს?

-2025 წელს ფხენიანსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება იგეგმება. არსებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინი რუსეთში ვიზიტის გეგმავს. ის უკვე ორჯერ ეწვია ჩვენს ქვეყანას – 2019 და 2023 წლებში, მაგრამ მარშრუტი შემოიფარგლება შორეული აღმოსავლეთით. ახლა ყველა საფუძველი არსებობს ვიფიქროთ, რომ ეს შეიძლება იყოს სახელმწიფო ვიზიტი მოსკოვში. ერთობლივი მოქმედებების შედეგი იდეალურად ისეთი უნდა იყოს, რომ ნებისმიერ ამჟამინდელ და პოტენციურ ოპონენტს შეეშინდეს ამ ალიანსის. დიდი ომი კორეის ნახევარკუნძულზე, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა. რუსეთისთვის, სადაც სპეციალური ოპერაცია მესამე წლია გრძელდება (მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა), სირიაში ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დაცემა და ბაზების გაურკვეველი ბედი, აგრეთვე პოსტსაბჭოთა სივრცეში დიდი რაოდენობით დაგროვილი არსებული პრობლემები , ძალზედ მნიშვნელოვანია სიტუაციის შემობრუნება სათავისოდ . იქნება ეს უკრაინაში სამხედრო მოქმედებების გაგრძელება თუ რაიმე სახის სამშვიდობო შეთანხმება, აუცილებელია სამხედრო და პოლიტიკური ძალაუფლების მუდმივი დემონსტრირება. და ამაში კორეელები დაგვეხმარებიან (ისინი უკვე გვეხმარებიან).

წმინდა პრაქტიკული თვალსაზრისით, ორმხრივი თანამშრომლობიდს შედეგები მოსკოვისთვის და ფხენიანისთვის იქნება ძალიან ხელსაყრელი. ჩრდილო კორეას უპირველეს ყოვლისა აინტერესებს კოსმოსურ, ენერგეტიკის, სასუქების მომარაგების, ინფრასტრუქტურის განვითარების სფეროებში რუსეთთან თანამშრომლობა . მოსკოვს აინტერესებს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის მრავალი პროდუქტი, როგორიცაა სუპერშორი მოქმედების თვითმავალი ქვემეხი “კოქსანი” (რომელიც არსებობა უკვე ფიქსირდება რუსეთის ტერიტორიაზე) , ასევე სუპერ მსხვილი MLRS 600 მმ კალიბრით. საინტერესოა ასევე ურანი, რომლის საბადოები აღმოჩენილია ჩრდილო კორეაში. შრომის ბაზარი ორმხრივად საინტერესოა – დისციპლინირებული და შრომისმოყვარე კორეელების არსებობა მათ უცხოური ვალუტის გამომუშავებაში დაეხმარებოდა, კორელები ჩაანაცვლებდნენ სხვა მიგრანტებს , რითაც რუსეთი მიგრაციის სფეროში დაძაბულობას მოვხსნის და ასე შემდეგ. მთავარია ეს ყველაფერი რუსული ადმინისტრაციული და სამხედრო ბიუროკრატიისთვის დამახასიათებელ ბიუროკრატიულ ინერციაში არ ჩაიძიროს.