აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამჟამად რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი არ არის, თუმცა მომავალში ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნას, როგორც მოლაპარაკებების ნაწილს უკრაინაში ომის მოსაგვარებლად.
„არა, სანქციები ჯერ არავის მოუხსნია. ვფიქრობ, ჩვენ ამას ოდესმე განვიხილავთ, მაგრამ ჯერ არა“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.