ტრამპი: გავიგე, რომ ზელენსკი პარასკევს ჩამოდის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი არ ვარ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს ამ პარასკევს ვიზიტით ეწვიოს.

დონალდ ტრამპი

„გავიგე, რომ პარასკევს მოდის. რა თქმა უნდა, ჩემთვის მისაღებია, თუ მას სურს ხელი მოაწეროს ჩემთან ერთად. მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა, ძალიან დიდი საქმეა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა წიაღისეულის შეთანხმების სანაცვლოდ, ტრამპმა უპასუხა, რომ აშშ-მა უკრაინისთვის უკვე უზრუნველყო 350 მილიარდი დოლარი, უამრავი სამხედრო ტექნიკა და ბრძოლის გაგრძელების უფლება.