აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ ვენსი აცხადებს, რომ მიუნხენში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრისას მან სცადა „თავაზიანი, მაგრამ მტკიცე“ გზავნილის მიწოდება ზელენსკისთვის, რომ ომი სწრაფად უნდა დასრულდეს.
„მან აშკარად ეს გზავნილი ვერ მიიღო“, – აღნიშნა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობაში ზელენსკის მიერ არჩეული სტრატეგია არაეფექტურია.
„იდეა, რომ ზელენსკი პრეზიდენტის აზრს შეცვლის საჯარო მედიაში მისი გაკიცხვით, არასწორია. ყველა, ვინც იცნობს ტრამპს, გეტყვით, რომ ეს ამ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის საშინელი გზაა“, – აღნიშნა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.