აშშ და რუსეთი სტამბოლში მოლაპარაკებას გამართავენ

აშშ და რუსეთი 27 თებერვალს სტამბოლში მოლაპარაკებას გამართავენ. ინფორმაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურეს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

აშშ-ის და რუსეთის დელეგაციები საუდის არაბეთში

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკება სტამბოლში გაიმართება და „უკრაინის ომი დღის წესრიგში არ იქნება“.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ და რუსეთი მოსკოვსა და ვაშინგტონში საელჩოების სრული შტატის აღდგენაზე შეთანხმდნენ. აქამდე საელჩოები შეზღუდულ რეჟიმში მუშაობდნენ, ხოლო რუსეთში აშშ-ის ყველა საკონსულომ მუშაობა შეწყვიტა.

2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, აშშ-მა ქვეყნიდან 225 რუსი დიპლომატი გააძევა. ასევე რუსეთმა ვაშინგტონს სამსახურში რუსი მოქალაქეების აყვანა აუკრძალა. ისინი აშშ-ის საელჩოს შტატის 70%-ს შეადგენდნენ.