ჩრდილოეთ კორეა დამატებით ჯარებს აგზავნის რუსეთში – სამხრეთ კორეის დაზვერვა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთში დამატებითი ჯარები გაგზავნა, – იუწყება სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.

ჩრდილოეთ კორეის სამხედროები

დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ იანვარსა და თებერვალში 1 000-ზე მეტი ჯარისკაცი გაგზავნა რუსეთში, გარდა იმ დაახლოებით 11 000 ჯარისკაცისა, რომელიც უკვე ბრძოლის ველზეა უკრაინის ძალებთან საბრძოლველად.

ამავე დროს, დაზვერვის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეა, ასევე, ემზადება რუსეთში დამატებითი ჯარების გაგზავნისთვის.

ამავდროულად, სამხრეთ კორეის დაზვერვამ არ გაავრცელა ინფორმაცია, გადაიყვანეს თუ არა ეს დამატებითი ჯარები რუსეთის კურსკის რეგიონში.