დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი უკრაინელ ჟურნალისტთან დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში უკრაინის ნატოში ნაწილ-ნაწილ გაწევრიანების ინიციატივით გამოვიდა.
ინტერვიუში ჯონსონი აგრეთვე ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დამარცხება იქნება, თუ ალიანსი უკრაინის გაწევრიანების პროცესს დაიწყებს და თავდაპირველად, გერმანის მსგავსად, მას ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე მიიღებს.
„მე ვეტყოდი პუტინს, რომ ომი წააგო. ამის დასამტკიცებლად კი დავიწყებდით უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესს, მაშინვე, როგორც კი უკრაინის საზღვრების უსაფრთხოება იქნებოდა გარანტირებული. რუსეთის ოკუპაციის პროცესის გამო თუ ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინა ნატოში მთლიანად მივიღოთ, ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ეს 50-იან წლებში გერმანიასთან მიმართებით მოხდა. მივიღებთ უკრაინის იმ ტერიტორიებს, რომლებსაც კიევი სრულად აკონტროლებს და დავიწყებთ მათი ინტეგრაციის პროცესს“, – თქვა ჯონსონმა.
ცნობისთვის, უკრაინის ნატოში შესვლას რუსეთი ეწინააღმდეგება, ჯონსონს კი მოსკოვი კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაში ადანაშაულებს. უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც.