რუსეთსა და აშშ-ის დელეგაციებმა თურქეთის ქალაქ სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დაასრულეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მოლაპარაკებები, რომელიც სტამბოლში ამერიკის გენერალური საკონსულოს შენობაში იმართებოდა, ექვს საათზე მეტხანს გაგრძელდა. მონაწილეებმა ტერიტორია კომენტარების გარეშე დატოვეს. დელეგაციების შემადგენლობა უცნობი იყო.
ცნობისთვის, 18 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციებმა რამდენიმეწლიანი პაუზის შედეგ პირველი მოლაპარაკებები გამართეს. რუსეთის მხარეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ხოლო ამერიკულს – სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო წარმოადგენდნენ.