„ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი სახელმწიფოს მომავალი მეთაური გახდება,“ – ამის შესახებ კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი პლატფორმა, X-ზე წერს.
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ვენსის გამოსვლის შესახებ პოსტის საპასუხოდ, ილონ მასკმა ჯეი დი ვენსს „საუკეთესო ვიცე-პრეზიდენტი“ და „ჩვენი მომავალი პრეზიდენტი“ უწოდა.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობას ორ ვადაზე მეტი ხნის განმავლობაში ერთი და იგივე პირი ვერ დაიკავებს.
სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობები იმ შემთხვევაში შეიძლება შეასრულოს ვიცე-პრეზიდენტმა, თუკი პრეზიდენტი შეუძლოდ არის, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ან გარდაიცვალა.
1963 წლის ნოემბერში, ჯონ კენედის მკვლელობის შემდეგ, ლინდონ ჯონსონი, რომელიც მასთან ერთად აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად, შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა.