კირ სტარმერი თეთრ სახლში დონალდ ტრამპს შეხვდა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს კირ სტარმერს შეხვდა, რომელიც მასთან მოლაპარაკებებისთვის ვაშინგტონში ჩავიდა. ამის შესახებ BBC წერს.

დონალდ ტრამპი კირ სტარმერი

დონალდ ტრამპი კირ სტარმერს თეთრ სახლთან შეხვდა.

ვიდრე ორი ქვეყნის ლიდერი შენობაში შევიდოდა, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, შეძლებს თუ არა რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების დადებას, რაზეც მან უპასუხა: „დიახ, ჩვენ შეგვიძლია, ჩვენ გავაკეთებთ“.

თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა არ უპასუხა ჟურნალისტების კითხვა იმის შესახებ, მიიღებს თუ არა აშშ-სგან გარანტიებს ევროპული „სამშვიდობო ძალებისთვის“, რომლებიც შესაძლოა, უკრაინაში განლაგდნენ.