მე შუაში ვარ, მე ორივეს ვუჭერ მხარს – უკრაინასაც და რუსეთსაც – დონალდ ტრამპი

მე შუაში ვარ, მე ორივეს ვუჭერ მხარს – უკრაინასაც და რუსეთსაც, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას სურს უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის მოგვარება.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვლადიმირ პუტინმა ომის დაწყებისთვის საფასური უნდა გადაიხადოს.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მხოლოდ წიაღისეულის შესახებ გარიგება არ არის საკმარისი მისი ქვეყნისთვის.