თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარასკევს ერთობლივ პრესკონფერენციას აღარ გამართავენ.
უკრაინული დელეგაცია თეთრ სახლს ტოვებს.
მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის და მას შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც ამისთვის მზად იქნება. ტრამპმა ასე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების მიმართ უპატივცემულობა გამოიჩინა.
„დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ გავიგეთ, რასაც ვერასდროს გავიგებდით ასეთი დაძაბული საუბრის გარეშე. გასაოცარია ის, რაც მოჰყვება თან ემოციებს და მე მივედი დასკვნამდე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ჩართული იქნება, რადგან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოიჩინა შეერთებული შტატების მიმართ ამ ძვირფას ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.