ტრამპი ზელენსკის: მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით – ნუ გვეტყვით, რას ვიგრძნობთ, რადგან თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ ეს გვიკარნახოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ ის მესამე მსოფლიო ომს ეთამაშება.

„მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით. მადლობელი უნდა იყოთ”, – განუცხადა ტრამპმა ზელენსკის ოვალურ კაბინეტში გამართულ შეხვედრაზე.

„თქვენ ან დადებთ გარიგებას, ან ჩვენ გავდივართ. ჩვენ ვცდილობთ პრობლემის მოგვარებას. ნუ გვეტყვით, რას ვიგრძნობთ, რადგან თქვენ არ ხართ იმ მდგომარეობაში, რომ ეს გვიკარნახოთ. თქვენ ახლა არ ხართ კარგ მდგომარეობაში”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.