ტრამპმა ზელენსკი გააგდო: ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოიჩინა აშშ-ის მიმართ ოვალურ კაბინეტში – მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის

ზელენსკის შეუძლია დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„დღეს თეთრ სახლში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა. ბევრი რამ გავიგეთ, რასაც ვერასდროს გავიგებდით ასეთი დაძაბული საუბრის გარეშე. გასაოცარია ის, რაც მოჰყვება თან ემოციებს და მე მივედი დასკვნამდე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი არ არის მზად მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ჩართული იქნება, რადგან ის გრძნობს, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას ანიჭებს მოლაპარაკებებში. მე არ მინდა უპირატესობა, მე მინდა მშვიდობა. მან უპატივცემულობა გამოიჩინა შეერთებული შტატების მიმართ ამ ძვირფას ოვალურ კაბინეტში. მას შეუძლია დაბრუნდეს, როცა მზად იქნება მშვიდობისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.