“ვფიქრობ, ის თავის სიტყვას შეასრულებს”- ტრამპი აცხადებს, რომ პუტინს დიდი ხანია იცნობს და არ სჯერა, რომ ის „სამშვიდობო შეთანხმებას“ დაარღვევს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, არ სჯერა, რომ კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი დაარღვევს „სამშვიდობო შეთანხმებას“, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ მან თეთრ სახლში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან შეხვედრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპი და ვლადიმერ პუტინი

კითხვას, სჯერა თუ არა, რომ პუტინი „დაიცავს შეთანხმებას“, რომელსაც უკრაინაში „ომის დასასრულებლად“ შეიძლება მიაღწიონ, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „ვფიქრობ, ის თავის სიტყვას შეასრულებს. მას ვესაუბრე. [პუტინს] დიდი ხანია ვიცნობ და არ მჯერა, რომ სიტყვის გატეხვას აპირებს. როდესაც შეთანხმებას გავაფორმებთ, ვფიქრობ, შეთანხმება განხორციელდება“.

ამერიკელმა ლიდერმა დასძინა, რომ არ ფიქრობს, რომ შეთანხმების შესრულებასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები იქნება.