„არავინ არაფერი ჩარიცხოთ არც ერთი თეთრი ნანუკას ფონდში, ყველაფრით ნუ სარგებლობთ, ახვრებო!” – რამ გამოიწვია ქუთაისელი ოფროუდერებისა და ნანუკა ჟორჟოლიანის მწვავე დაპირისპირება?

ქუთაისის ოფროუდ ფედერაციამ გამოაქვეყნა მიმართვა, სადაც ნანუკა ჟორჟოლიანსა და მის ფონდთან დაკავშირებითაა საუბარი:

“მოგესალმებით, ფეიკ ინფორმაციებს ავრცელებენ არ დაუჯეროთ არავის. ჩვენი ფოტო აიღეს უკითხავად. ჩვენ გამო არავინ არაფერი არ ჩარიცხოთ არც ერთი თეთრი, ნანუკას ფონდში. დღემდე ისე ვმოძრაობდით არც ერთი თეთრი არ აგვიღია არავისგან შეგნებულად. არ ვართმევდით არავის არაფერს. ესეთი რამე რომ არ მოხდარიყო, მაგრამ მაინც ასე უაზროდ იქცევიან. ფედერაციის თითოეულმა წევრმა აკრიბა თანხა და დაეხმარა ხალხს, ყველაფრით ნუ სარგებლობთ, ახვრებო!” – ნათქვამია განცხადებაში.

ნანუკა ჟორჟოლიანი მალევე გამოეხმაურა მისი მისამართით გავრცელებულ მიმართვას:

“სტატუსს რომელსაც ვპასუხობ დავდებ კომენტარებში. ქუთაისის ოფროუდელები უცნაურ ისტერიკაში არიან, ჩვენ არავის დავუფინანსებივართო და ვინ თქვა, რომ ვინმემ დაგაფინანსათ, მეგობრებო. როცა ანგარიშს ვაქვეყნებთ, იქ დეტალურად წერია ქალაქები.

ქუთაისი ჩამონათვალში აშკარად არაა. ცუდია რომ ყველა აკომენტარებს თქვენს გვერდზე და მე შეზღუდული მაქვს ეგ შესაძლებლობა. ძალიან არასპორტულია ადამიანს ბრალი დასდო და პასუხის გაცემის საშუალება არ მისცე.

არ გიხდებათ ეს საქციელი. თუ არ გინდათ რომ თქვენი ვიდეო გაზიარდეს, აღარ დადოთ ბიჭებო, სოციალურ ქსელში ან დააწერეთ, გააზიარეთ მხოლოდ ქოცებმა. წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაში. სპორტშიც და ცხოვრებაშიც, ყველაფერს კარგს გისურვებთ,” – წერს ჟორჟოლიანი.