„სალომე ზურაბიშვილს აბარია სალარო და კიდევ ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც არიგებს ფულს. 200-300 ლარს უხდიან ყოველდღე, რომ 7საათიდან ღამის პირველის ნახევრამდე იდგნენ რუსთაველზე” – რა ინფორმაცია გამოამზეურა ირაკლი გოგავამ?

ანალიტიკოსის, „ხალხის ძალის“ წევრის დავით ქართველიშვილი ადასტურებს, რომ “იუესაიდის” მიერ რადიკალური ოპოზიციური პარტიების დაფინანსების შეწყვეტის შემდეგ საპროტესტო აქციების დაფინანსებას ევროკავშირი აპირებს. მისი თქმით, თუ ხელისუფლება ევროკავშირის მიერ საპროტესტო აქციებისთვის გამოყოფილი დაფინანსების ბლოკირებას მოახდენს, მაშინ შესაძლოა, რომ სომხეთში განლაგებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან „ქეშის“ სახით მოხდეს აქციების დაფინანსება.

„საქართველოში საპროტესტო აქციების მატერიალურ წახალისებას სწორედ ევროკავშირი აპირებს. ურსულა ფონ დერ „ბაიდენის“ ბრიუსელი თითქოსდა ერთ მომიტინგეზე დღიურად 120 ევროს გამოყოფას აპირებს. ჩვენი „მესამე სექტორის“ ექსკლუზიური ბუღალტერიის გათვალისწინებით, ადვილად დასაშლელია ეს თანხა როგორც მინიმუმ სამ დაინტერესებულ მხარეზე. გავრცელებული ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის ხელისუფლება ამ ფულადი გზავნილების ბლოკირებას მოახდენს, ანტისახელმწიფოებრივ ძალებს საჭირო თანხები „ქეშად“, შესაძლოა სომხეთში განლაგებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების მხრიდან მიაწოდონ,“ – დაწერა ქართველიშვილმა.

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორის, პოლიტოლოგ ირაკლი გოგავას განცხადებით, ცხადია, რომ აქციის დაწყების დღიდან ადამიანებს ფულს უხდიან იქ ყოფნაში.

„საქართველოში არ იმალება ასეთი ინფორმაცია. 200-300 ლარს უხდიან ყოველდღე, რომ შვიდი საათიდან ღამის პირველის ნახევრამდე იყვნენ. ჩვენ რაც ვიცით – სალომე ზურაბიშვილი, ვისაც აბარია სალარო – ბიუჯეტი, ის ანაწილებს თანხას ამ მონაწილე ორგანიზაციებზე, პარტიებზე და აქტივისტებზე. ამის გამოა, რომ ცუციკებივით ყველა აღაირებს, რომ სალომე არის უზენაესი ლიდერი და ამ დროს ვერც ერთი ვერ იტანს და მეორე მხრივ ნანუკა ჟორჟოლიანია, რომელიც არიგებს ამ ფულს. ეს არის სახე – კუდის ქიცინი ფულისთვის, მლიქვნელობა ფულისთვის“, – განუცხადა “for.ge”-ს ირაკლი გოგავამ.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამ ინფორმაციაში მნიშვნელოვანია ერთი ნაწილი, რომელიც ეხება სომხეთში განთავსებულ ევროპულ საელჩოებს, რომლებიც საქართველოსთვის რევოლუციური ფულის მოწოდებაში არიან ჩაბმული.

„ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთის მოსახლეობა არის ამაში ჩართული. საქმეზე ეხება სომხეთში განთავსებულ დასავლეთის საელჩოებს და შესაძლოა, ასე იყოს. მახსოვს, უკრაინაში ევრომაიდანი რომ იყო, იქ უცხოელების რევოლუციური შტაბი ლიეტუვის საელჩოში იყო. საქმე იმასთან გვაქვს, რომ ამ გლობალური ლიბერალური წრეებისგან, მათ შორის ბაიდენის ადმიანისტრაციის მხრიდან თავიდან იყო სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა, ასევე იყო ევროკავშირის ბიუროკრატია და მათ უკან მდგომი ტრანსნაციონალური ფულის მფლობელები, ახლა აშშ ჩამოშორდა ამ მარათონს.

ტრამპმა დაარღვია გლობალისტების ინსტრუმენტებად ცნობილი სამთავრობო ორგანიზაციები, საიდანაც ფინანსდებოდა მეხუთე კოლონა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შესაბამისად, ამერიკული ფული მოაკლდათ და დაიწყეს წუწუნი ფული მოგვეცითო. ეს ხალხი არაა იდეოლოგიურად მყარი ხალხი. ეს ლიბერალური დღის წესრიგი მათთვის არის ერთგვარი შირმა, რომ ფული აკეთონ, მივლინებებში იარონ და 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაისვენონ. საკმაოდ დიდი ფულზეა საუბარი. რეალობას მოწყვეტილმა ევროპელებმა გადაწყვიტეს, რომ ტრამპს დაარტყან საქართველოში. ეს არის შეტევა ტრამპზე საქართველოში“, – განაცხადა გოგავამ.

წყარო: for.ge