ორბანი: ევროპელმა ლიდერებმა ლონდონში შეხვედრის დროს გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ ომი უნდა გააგრძელოს – ეს შეცდომაა, უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ომი, ეს არის ცუდი, საშიში და შეცდომა, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი

ორბანის თქმით, უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება.

„დღეს ლონდონში ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ მშვიდობის არჩევის ნაცვლად, ომის გაგრძელება სურთ. მათ გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ ომი უნდა გააგრძელოს. ეს არის ცუდი, საშიში და შეცდომა. უნგრეთი მშვიდობის მხარეს რჩება“, – წერს ვიქტორ ორბანი.