ჩინეთი აშშ-ს საპასუხო ტარიფებს უწესებს

ჩინეთმა გარკვეული სახის ამერიკულ საქონელზე საპასუხო ტარიფები გამოაცხადა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფის გაორმაგების შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

დროშები

ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ 15%-იანი ტარიფები დაწესდება ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე.

„15-პროცენტიანი ტარიფები დაწესდება ქათმის ხორცზე, ხორბალზე, სიმინდსა და ბამბაზე. ათპროცენტიანი ტარიფები კი დაწესდება სორგოზე, სოიოზე, ღორის, საქონლის ხორცზე, ზღვის პროდუქტებზე, ხილზე, ბოსტნეულსა და რძის პროდუქტებზე“, – ნათქვამია ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს სატარიფო კომისიის განცხადებაში.