დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები გააორმაგა

თეთრი სახლის ლიდერმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფები გააორმაგა, იმის გამო, რომ „ჩინეთის ხელისუფლებამ ვერ მიიღო ზომები სინთეზური ოპიოიდების, განსაკუთრებით ფენტანილის მუდმივი ნაკადის შესამცირებლად“. განკარგულება თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის პრეზიდენტი

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინურ საქონელზე გადასახადი 10%-დან 20%-მდე გაიზრდება.

განკარგულებაში ასევე ნათქვამია, რომ „ჩინეთმა ვერ მიიღო შესაბამისი ზომები ნარკომანიის კრიზისის შესამსუბუქებლად ერთობლივი ძალისხმევის შედეგად და რომ კრიზისი… არ შემცირებულა“.

გარდა ამისა, პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე 25%-იანი ტარიფები 4 მარტიდან შევა ძალაში.