აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელმა დარელ ისამ განაცხადა, რომ თეთრი სახლის ლიდერ, დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგენს. ამის შესახებ გამოცემა The Hill-ი კონგრესმენის პოსტზე დაყრდნობით იტყობინება.
„დღეს მე წარვადგენ დონალდ ტრამპს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე. ამას მეტი არავინ იმსახურებს,“ – აცხადებს კონგრესმენი.
კონგრესმენს არ დაუკონკრეტებია, რატომ ასახელებდა პრეზიდენტს, მაგრამ შემდგომ განცხადებაში, ისას პრესმდივანმა მიუთითა ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევაზე ახლო აღმოსავლეთში.
კონგრესმენის თქმით, პრეზიდენტი ტრამპი ხელს უწყობს „მსოფლიოს ომის გარეშე.“
ამასთან, The Hill-ი წერს, რომ ტრამპი წარსულში რამდენჯერმე იყო ნომინირებული ნობელის პრემიაზე, მაგრამ სასურველი ჯილდო არასოდეს მიუღია.