“ჰა­ა­გის პო­ლი­ცია ჩარ­თუ­ლია, იმე­დია გა­მო­ი­ძი­ე­ბენ….”- მიშა ანდღულაძის პირველი კომენტარი, მას შემდეგ, რაც ჰოლანდიაში ქართველებმა სცემეს

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნი­დერ­ლან­დებ­ში მცხოვ­რებ­მა ქარ­თველ­მა, მაია ბა­ჩა­ნაშ­ვილ­მა ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც ქალი წერ­და, კად­რებ­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ქარ­თუ­ლი რეს­ტორ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იუ­მო­რისტ მიშა ან­დღუ­ლა­ძეს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ცოლთან დაშორება, ქუჩური ცხოვრება და ცხოვრებისეული სტრესი - სულ სხვანაირი მიშა ანდღულაძე

პოს­ტის ავ­ტო­რის ცნო­ბით, მიშა ან­დღუ­ლა­ძემ “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხარ­დამ­ჭე­რებს რუ­სე­ბი უწო­და, რა­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, ად­გილ­ზე მყო­ფი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

უცხოეთში მყოფმა იუ­მო­რის­ტმა ფიზიკური დაპირისპირება დაადასტურა.

“კარ­გად ვარ, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია. ჰა­ა­გის პო­ლი­ცია ჩარ­თუ­ლია, იმე­დია გა­მო­ი­ძი­ე­ბენ. ეს იყო და­გეგ­მი­ლი თავ­დას­ხმა, ათი კაცი ერ­თზე. თან სხვა რამ მოხ­და და სხვა რა­ღაც და­წე­რეს პოს­ტში, თით­ქოს, (“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის”) ამომ­რჩევ­ლებს რუ­სე­ბი ვე­ძა­ხე, როცა რე­ა­ლუ­რად, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კო­მე­დი სა­ღა­მო გვქონ­და.

ძა­ლი­ან ჰგავს წი­ნას­წარ და­გეგ­მილ ამ­ბავს. რა­ღაც სტა­ტის­ტი­კა­ში ხომ არ მოვ­ყე­ვი?! ჯო­ჯო­ხე­თია სრუ­ლი.

მა­ნამ­დე, სა­ქარ­თვე­ლო­ში, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში მქონ­და საქ­მე, “სთენ­და­ფის” ერთ-ერთ ხუმ­რო­ბა­ზე, რო­მე­ლიც ეხე­ბო­და რე­ლი­გი­ურ თე­მას, ფა­რი­სევ­ლო­ბას, ჯვრე­ბის უაზ­რო ად­გი­ლებ­ზე აღ­მარ­თვას. შემ­დეგ მე მღვდელ­თა­ნაც მქონ­და ამა­ზე გა­და­ცე­მა­ში სა­უ­ბა­რი.

ახლა, თავ­დას­ხმი­სას რო­დე­საც მო­ვიდ­ნენ, თით­ქოს ამა­ზე და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი, მერე გა­და­ვიდ­ნენ პირ­და­პირ ფი­ზი­კურ თავ­დას­ხმა­ზე, პო­ლი­ცია ჩა­ერ­თო და ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი აქვთ. ად­რეც იყო ჩემ­ზე თავ­დას­ხმე­ბი, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ძია ეს საქ­მე და და­ი­ბა­რეს ის ადა­მი­ა­ნე­ბი. შემ­დეგ მე და­მი­ბა­რეს და მი­თხრეს, შე­გიძ­ლია ქუ­ჩებ­ში თა­ვი­სუფ­ლად იარო და არა­ფე­რი გე­მუქ­რე­ბაო.

პოს­ტი რაც და­დეს, თით­ქოს მე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხარ­დამ­ჭე­რებს რუ­სე­ბი ვე­ძა­ხე და ამი­ტომ გა­მის­წორ­დნენ, ეს არის გა­მიზ­ნუ­ლი ტყუ­ი­ლი. მე წი­ნას­წარ დას­კვნებს ვერ გა­ვა­კე­თებ. ეს ჯგუ­ფი მო­ემ­ზა­და წი­ნას­წარ და თავს და­მესხნენ, მე­გო­ბარ­მა გა­და­მარ­ჩი­ნა. ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იყ­ვნენ ვერც გა­ვი­გე, რა მოხ­და. ჯერ რა­ნა­ი­რი ქრის­ტი­ა­ნო­ბაა, ათი ერთს და­ეს­ხას თავს.

კო­მენ­ტა­რე­ბი რომ ვნა­ხე, ვი­ღა­ცებს უხა­რი­ათ ადა­მი­ა­ნე­ბის ცემა და მხო­ლოდ ნა­ცე­ბად და ქო­ცე­ბად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ადა­მი­ა­ნებს. შეგ­ვიძ­ლია, რომ მარ­ტი­ვი კრი­ტი­კის გამო ადა­მი­ა­ნებს თავს და­ვეს­ხათ, თან სად – ჰა­ა­გა­ში?! ვნა­ხოთ, საქ­მე აღ­ძრუ­ლია, ყვე­ლამ პა­სუ­ხი უნდა ვა­გოთ ჩვენს ქცე­ვებ­ზე.

ასე­თი და­გეგ­მი­ლი, მას­შტა­ბუ­რი თავ­დას­ხმა, გა­და­ი­ღეს.

და­გეგ­მი­ლია, შეკ­ვე­თი­ლია თუ რა მი­ზა­ნი ჰქონ­დათ, ვნა­ხავთ… და­ვე­ლო­დოთ გა­მო­ძი­ე­ბას”, – განუცხადა მიშა ან­დღუ­ლა­ძე “ამბებს”.

ambebi.ge