რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სანქციების მოხსნას გულისხმობს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.
თუმცა, მან აღნიშნა, რომ ამჟამად არ არსებობს რაიმე მტკიცებულება მსგავსი გეგმების შესახებ.
„ჩვენი დამოკიდებულება სანქციების მიმართ კარგად არის ცნობილი, ჩვენ მათ უკანონოდ მივიჩნევთ. რა თქმა უნდა თუ საუბარია ურთიერთობების ორმხრივ ნორმალიზებაზე, მაშინ ისინი უნდა გათავისუფლდნენ ამ ე.წ. სანქციების ნეგატიური ტვირთისგან. ალბათ ნაადრევია რაიმეზე საუბარი. ამ მიმართულებით ოფიციალური განცხადებები ჯერ არ ყოფილა“, – აღნიშნა პესკოვმა.