„რუსეთთან ომის დასრულება ძალიან, ძალიან შორსაა“ – ზელენსკი

Associated Press-ი უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუს აქვეყნებს, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ “რუსეთთან ომის დასრულება ძალიან, ძალიან შორსაა”.

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის მოსაზრებით, კიევსა და ვაშინგტონს პარტნიორობის გრძელვადიანი პარტნიორობა საკმაოდ მყარია და ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალი უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის მიწოდებაზე გავლენას არ იქონიებს.

ზელენსკი იმედოვნებს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება.

მის განცხადებას გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტს მშვიდობა არ სურს. ტრამპის პოსტი გადააზიარა შეერთებული შტატების მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა და დაწერა: ზელენსკის სურს სამუდამო ომი, დაუსრულებელი ხორცსაკეპი მანქანა, ეს ბოროტებაა.