სერბეთის პარლამენტში დეპუტატებმა ერთმანეთს კვამლის კაფსულები ესროლეს, გაუშვეს ცრემლსადენი გაზიც: დაშავდა 2 პარლამენტარი, ერთმა ინსულტი მიიღო (ვიდეო)

არე­უ­ლო­ბა სერ­ბე­თის პარ­ლა­მენ­ტში: ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა კვამ­ლის კაფ­სუ­ლე­ბი ის­რო­ლეს და ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­მო­ი­ყე­ნეს.

Reuters-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოპო­ზი­ცი­ას ამ ფორ­მით სტუ­დენ­ტუ­რის პრო­ტეს­ტის მხარ­და­ჭე­რა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კი­სად­მი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის ჩვე­ნე­ბა სურ­დათ.

Reuters-ის ცნო­ბით, მთავ­რო­ბის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ პრო­ტეს­ტი­სა და საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე სტუ­დენ­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად სერბმა ოპო­ზი­ცი­ო­ნერ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა ქვეყ­ნის პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პირ­ველ დღეს კვამ­ლის ხელ­ყუმ­ბა­რე­ბი ის­რო­ლეს და ცრემლსა­დე­ნი გაზი გა­უშ­ვეს.

პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერ­მა, ანა ბრნა­ბიჩ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ პარ­ლა­მენ­ტში და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ორი დე­პუ­ტა­ტი და­შავ­და, ხოლო ერთ-ერ­თმა დე­პუ­ტატ­მა, “სერ­ბე­თის პროგ­რე­სუ­ლი პარ­ტი­ი­დან“, იას­მი­ნა ობ­რა­დო­ვიჩ­მა ინ­სულ­ტი მი­ი­ღო და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია.

“პარ­ლა­მენ­ტი მუ­შა­ო­ბას და სერ­ბე­თის დაც­ვას გა­აგ­რძე­ლებს“, – გა­ნა­ცხა­და სერ­ბე­თის პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, სერ­ბეთ­ში სამ­თავ­რო­ბო კო­რუფ­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ტალ­ღა, რო­მელ­საც სტუ­დენ­ტე­ბი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბენ, მას შემ­დეგ და­ი­წყო, რაც გა­სუ­ლი წლის ნო­ემ­ბერ­ში ქა­ლაქ ნოვი სად­ში რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის სა­ხუ­რა­ვი ჩა­მო­ინ­გრა, რა­საც 15 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. მომ­ხდა­რის გამო ბრა­ლი 13 ადა­მი­ანს წა­უ­ყე­ნეს, მათ შო­რის სერ­ბე­თის ტრან­სპორ­ტის ყო­ფილ მი­ნისტრს გო­რან ვე­სიჩს, რო­მე­ლიც რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რის სა­ხუ­რა­ვის ჩა­მონ­გრე­ვი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში გა­დად­გა. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ფონ­ზე იან­ვარ­ში თა­ნამ­დე­ბო­ბა სერ­ბე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, მი­ლოშ ვუ­ჩე­ვიჩ­მაც და­ტო­ვა.