თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა.
როგორც ახალი ამბების სააგენტო Newshub.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.
ადგილზე საპატრულო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორია კი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.