ბალტიისპირეთის ქვეყნებს ფეხებზე ჰკიდიათ დემოკრატიაც და საქართველოც, რუსეთის წინააღმდეგ იარაღად ვჭირდებით. როგორც მზად არიან, ბოლო უკრაინელამდე ებრძოლონ რუსეთს, ასევე ბოლო ქართველამდე გამოგვიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ – დავით ჩიხელიძე

ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში ეხმიანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა განაპირობებს ბალტიისპირეთის ქვეყნების ასეთ ჭარბ ენთუზიაზმს საქართველოსთან მიმართებაში.

დავით ჩიხელიძე

ჩიხელიძის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ დემოკრატიაც და საქართველოც, მათ რუსეთის წინააღმდეგ იარაღად სჭირდებათ საქართველო და ქართველი ხალხი და ახლა როგორც მზად არიან, ბოლო უკრაინელამდე ებრძოლონ რუსეთს, ასევე ბოლო ქართველამდე გამოგვიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ, შესაბამისად, ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან საქართველოს მტრები.

„მართალი დაწერა შალვა პაპუაშვილმა. მარტივი მოცემულობა გვაქვს – ბალტიისპირეთის ქვეყნებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ დემოკრატიაც და საქართველოც, მათ რუსეთის წინააღმდეგ იარაღად ვჭირდებით. ახლა როგორც მზად არიან, ბოლო უკრაინელამდე ებრძოლონ რუსეთს, ასევე ბოლო ქართველამდე გამოგვიყენებენ რუსეთის წინააღმდეგ! ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან საქართველოს მტრები,“- წერს დავით ჩიხელიძე