გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი მუტე ეგედე აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებებს გამოეხმაურა გრენლანდიასთან დაკავშირებით, სადაც ტრამპმა აღნიშნა: „ასე თუ ისე, აშშ მიიღებს გრენლანდიას“.
„ჩვენ არ ვართ ამერიკელები, ჩვენ არ ვართ დანიელები, რადგან ჩვენ გრენლანდიელები ვართ. ეს არის ის, რაც ამერიკელებმა და მათმა ლიდერებმა უნდა გაიგონ. ჩვენ არ ვიყიდებით“, – განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა.
როგორც გრენლანდიის პრემიერი აცხადებს, „ქვეყნის მომავალს ჩვენს ქვეყანაში თავად განვსაზღვრავთ“.